გამოგვიწერეთ

ნაკრები

გიორგი სპანდერაშვილი: მეტი შეგვეძლო, მაგრამ ტურნირი თავაწეულებმა დავტოვეთ

გააზიარეთ

საქართველოს 20-წლამდელთა მორაგბეთა ნაკრებმა 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მეცხრე ადგილზე დაასრულა. ლადო კილასონიას გაწვრთნილმა გუნდმა ტურნირი 2 მოგებით, 1 ფრით და 2 მარცხით დაასრულა.

უმცროსი ბორჯღალოსნების შემასგენლობაში ერთ-ერთი გამორჩეული შავი ლომია ჰავბეკი გიორგი სპანდერაშვილი გახლდათ. სპანდერაშვილმა ესპანეთთან მოგებულ მატჩში მეტოქის მცველები თერთმეტჯერ გააბითურა, რითაც თავად ანტუან დუპონის შედეგი გააუმჯობესა. 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე  ცხრა ნომრებს შორის აქამდე ამდენი დამცველი ერთ მატჩში არასდროს მოუტყუებიათ.

ტურნირის დასრულების შემდეგ, სპანდერაშვილმა Etablo.ge-სთან  გავლილი მსოფლიო ჩემპიონატი შეაფასა.

“ვფიქრობ, მეტის მიღწევაც შეგვეძლო, მაგრამ გარკვეულ ეპიზოდებში იღბალმა გვიმტყუნა. მიუხედავად ამისა, ყველა გუნდთან ღირსეულად ვიბრძოლეთ და იტალიიდან თავაწეულები მოვდივართ, რისთვისაც მადლობა სტაფის თითოეულ წევრს და ჩემს თანაგუნდელებს. კონტრეტულად ჩემი თამაშით კმაყოფილი ვარ, რადგან ვცდილობდი თამაშიდან თამაშამდე უფრო გავზრდილიყავი. 

იტალიასთან 12 კაცით დარჩენილებმა ლამის მოვიგეთ, უბრალოდ ჩვეულებრივი მოგება არ გვაძლევდა ხელს, ბონუს ქულაზე გავრსიკეთ, რა დროსაც ჩვენი შეცდომით მეტოქემ ისარგებლა და საბოლოოდ ფრეს დავჯერდით. ” – გვითხრა გიორგი სპანდერაშვილმა

სპანდერაშვილი ლელოს სარაგბო სკოლის აღზრდილია და  მომავალ სეზონს შავი ლომის შემადგენლობაში ჩაატარებს.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ნაკრები