გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

გიორგი ტაბატაძე – მსაჯები ეპიზოდებში მეტოქის სასარგებლოდ მოქმედებდნენ

გააზიარეთ

უკვე მერამდენედ, საქართველოს ჩემპიონისთვის ევროთასები საწყის ეტაპზევე სრულდება. თუ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო წრეში შვედური მალმიოს სახით მეტოქე მართლაც გაცილებით ძლიერი იყო, კონფერენსლიგაზე გადასვლის შემდეგ ტალინის ლევადიას ბარიერის დაძლევა თბილისის იბერია 1999-ს ნამდვილად მართებდა.

სამწუხაროდ, ლევან კორღალიძის გუნდმა ვერ იყოჩაღა და ესტონეთის ჩემპიონთან ორი მატჩის ჯამში 2:3 დამარცხდა.

თბილისურ დაპირისპირებაში მასპინძელთა რიგებში ვინმეს გამორჩევა თუ შეიძლება ერთ-ერთი უსათუოდ გიორგი ტაბატაძეა, რომელმაც ორი საგოლე პასი მიითვალა, თუმცა დაღლილობის და მიკრო ტრავმის გამო მატჩის ბოლომდე ჩამთავრება ვერ შეძლო და დამატებით დროში შესაცვლელი გახდა.

ცხადია, საბოლოო შედეგით გიორგი ტაბატაძეც იმედგაცრუებულია, რაზეც მისი კომენტარი მეტყველებს:

„ეს ბარიერი ნამდვილად გადასალახი იყო. საკმაოდ რთული მატჩი გამოდგა, თუმცა ლევადიას დამარცხება შეგვეძლო და საწყენია, რომ არ გაგვიმართლა. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ მსაჯები რიგ ეპიზოდებში გადაწყვეტილებებს მეტოქის სასარგებლოდ იღებდნენ.

მსურდა მოედანზე ბოლომდე ვყოფილიყავი, თუმცა ტრავმამ ამის საშუალება არ მომცა. ახლა ფეხი კი მტკივა, მაგრამ ვიმედოვნებ საშიში არაფერია. სამწუხაროა, რომ დავმარცხდით, მაგრამ ძალები უნდა მოვიკრიბოთ და ჩემპიონატში თამაში ძველებურად გავაგრძელოთ“ – აღნიშნა გიორგი ტაბატაძემ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ევროტურნირები