გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

გურამ გოშთელიანი – უფრო ძლიერები დავბრუნდებით

გააზიარეთ

საქართველოს ჩემპიონისთვის ევროსეზონი ნაადრევად დასრულდა. თბილისის იბერია 1999-მა, ჩემპიონთა ლიგის სტარტზევე შვედურ მალმიოსთან განცდილი მარცხის შემდეგ კონფერენსლიგაზე გადაინაცვლა და იქაც ესტონური ლევადიას ბარიერი ვერ გადალახა.

ტალინში 0:1 წაგების შემდეგ, თბილისური განმეორებითი დაპირისპირება ლევან კორღალიძის შეგირდებმა 2:1 კი მოიგეს, თუმცა ეს საკმარისი მატჩის დამატებით დროში გადასაყვანად გამოდგა, იქ კი სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება და შესაბამისად მომდევნო ეტაპზე გასვლაც შეძლეს.

იბერია 1999-ის ერთ-ერთი ლიდერი და აღნიშნულ დაპირისპირებაში პირველი გოლის ავტორი გურამ გოშთელიანი გულშემატკივრებს ბოდიშს უხდის.

„ძალიან გულდაწყვეტილები ვართ. ქართველი ქომაგების და ჩვენი გუნდის წინაშე დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. მართლა მაქსიმუმი გავიღეთ და ზერელედ დამოკიდებულებაში ვერავის დავადანაშაულებ.

ეს მარცხი ჩვენი ყველას ბრალია, რადგან ვერც ტალინში და ვერც თბილისში ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ.ყველანაირ კრიტიკას ვიმსახურებთ. გპირდებით, რომ აუცილებლად უფრო ძლიერები დავბრუნდებით“ – აღნიშნა გურამ გოშთელიანმა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ევროტურნირები