გამოგვიწერეთ

სხვა...

გიორგი ცხოვრებაძის ახალი გუნდი ცნობილია

გააზიარეთ

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების წამყვანი მოთამაშე, გიორგი ცხოვრებაძე კარიერას ხორვატიის ჩემპიონ ზაგრებში გააგრძელებს. რამდენიმე დღის წინ მან შეთანხმებით გაწყვიტა კონტრაქტი გერმანულ გუმერსბახთან და ახალი სეზონიდან უკვე ბალკანურ გრანდში იასპარეზებს. ამის შესახებ ინფორმაციას Handball-world.news ავრცელებს.

ზაგრებმა მომავალი სეზონის გუნდის დაკომპლექტება სწორედ ცხოვრებაძის ტრანსფერით დაასრულა. 23 წლის ქართველი ხელბურთელი გუნდს სისწრაფეს, შემოქმედებითობასა და გოლების რეალიზების მაღალ შესაძლებლობას შესძენს. მთავარი მწვრთნელის, ანდრია ნიკოლიჩის შტაბი დიდი იმედებით ხვდება მის ჩართვას გუნდში.

ახალ სეზონში ხორვატიის ჩემპიონი არა მხოლოდ ადგილობრივ ჩემპიონატში იასპარეზებს, არამედ ჩემპიონთა ლიგაშიც. პირველი მატჩი 11 სექტემბერს, ჩრდილოეთ მაკედონიაში, პელისტერის წინააღმდეგ გაიმართება.

ცხოვრებაძე, რეზო ჭანტურიას შემდეგ პირველი ქართველი ხელბურთელი იქნება, რომელიც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ჭანტურიამ სკოპიეს მეტალურგის შემადგენლობაში ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ორჯერ ითამაშა – 2005-06 და 2008-09 სეზონებში.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად სხვა...