გამოგვიწერეთ

სხვა...

ლევან საგინაშვილი: “ეს სსრკ-ს გადმონაშთი მგონია”

გააზიარეთ

ლევან საგინაშვილის სახით საქართველოს მსოფლიოს საუკეთესო მკლავჭიდელი ჰყავს – ეს ქართველმა ჰალკმა არაერთხელ დაამტკიცა.

საგინაშვილი ერთ-ერთ პოდკასტში იყო მიწვეული, სადაც იმ ფინანსურ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც შედარებით ნაკლებად პოპულარულ სპორტებს აქვთ საქართველოში:

“არასწორად მიმაჩნია, რომ მხოლოდ ოლიმპიური სპორტები უნდა ფინანსდებოდეს, ეს მგონია სსრკ-ს დროინდელი გადმონაშთი, რადგან ვფიქრობ, რომ დღევანდელ მსოფლიოში პროფესიონალური სპორტი უფრო პოპულარული და ყურებადია.

რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოლიმპიურ სპორტებს ყურადღება არ უნდა მიექცეთ, თუმცა ვთვლი, რომ ყურადღება არათანაბრად, უსამართლოდაა გადანაწილებული – ერთს დიდი პრიორიტეტი აქვს, ხოლო მეორეს – საერთოდ არაფერი”, – განაცხადა საგინაშვილმა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად სხვა...