გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

გმადლობთ და ნახვამდის

გააზიარეთ

„ძალიან ძნელია იმის გაცნობიერება, რომ ეს ჩემი ბოლო თამაში იყო. ემოციურად ურთულესია. მადლობა ნიუ ორკს დიდებული ტურნირისთვის. მოხარული ვარ, რომ ჩემი როგორც პროფესიონალი ჩოგბურთელის ბოლო ცეკვა კორტზე სწორედ აქ შედგა, ამ დიდებულ კომპლექსში.

მადლობა ჩემს მეუღლეს, მწვრთნელებს, განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო მშობლების მიმართ. თქვენ ჩემთვის დასაწყისიდანვე ბევრი გაიღეთ. ეს იყო გრძელი და არაჩვეულებრივი გზა. მადლობა ყველას“ – ეს სიტყვები პეტრა კვიტოვამ ამერიკის ღია პირველობის სტარტზე დიან პარასთან განცდილი მარცხის შემდეგ წარმოთქვა და ჩოგნის ქნევასაც შეეშვა.

35 წლის ასაკში, ჩეხმა ჩოგბურთელმა პროფესიონალური კარიერის დასრულების შესახებ სწორედ ნიუ ორკში განაცხადა.

პეტრა კვიტოვას მართლაც რომ შთამბეჭდავი კარიერა ჰქონდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ორჯერ (2011, 2014) უიმბლდონის საჩემპიონო თასი ჩაიხუტა, ისე კი WTA-ს 31 ტუტული მოიხვეჭა. ერთხელ (2011) წლის შემაჯამებელი ტურნირიც მოიგო, ხოლო 2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ერთეულთა თანრიგში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. პეტრა კვიტოვა ერთ ხანს რეიტინგის მეორე ნომერიც გახლდათ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი