გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

ალკარასი და სინერი წელს მესამე ფინალში გაეჯიბრებიან

გააზიარეთ

ამერიკის ღია პირველობის ფინალში კაცთა შორის ესპანელი კარლოს ალკარასი და იტალიელი იანიკ სინერი ითამაშებენ. დიდი სლემის ფინალებში ეს ჩოგბურთელები წელს ერთმანეთს როლან გაროსზე და უიმბლდონზეც გადაეყარნენ. ბულონის ტყეში ალკარასმა მოიგო, ხოლო ლონდონურ კორტებზე სინერმა იმარჯვა.

US Open-ზე ალკარასმა ფინალამდე ისე იარა, სეტიც არ წაუგია. 22 წლის ესპანელმა ნახევარფინალში ლეგენდარული ნოვაკ ჯოკოვიჩი მარტივად, სამ სეტში დაამარცხა – 6:4; 7:6; 6:2. მატჩი ორ საათსა და 26 წუთს გაგრძელდა.

24 წლის სინერმა ნახევარფინალში კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმს ოთხ სეტში აჯობა – 6:1; 3:6; 6:3; 6:4. საამისოდ კი, სამი საათი და 19 წუთი დასჭირდა.

აქამდე ჩოგბურთელები ერთმანეთს 16-ჯერ შეხვედრიან, რომელთაგან 10 ალკარასმა მოიგო. აქედან ერთში მეტოქე ტრავმის გამო არ გამოუცხადდა. US Open-ზე კი, ერთადერთხელ უთამაშიათ და ესპანელმა დაძაბულ, ხუთსეტიან ბრძოლაში იმარჯვა.

ქალთა ფინალში ერთმანეთს ბელარუსი არინა საბალენკა და ამერიკელი ამანდა ანისიმოვა გაეჯიბრებიან.

საბალენკამ ნახევარფინალში იტალიელ ჯესიკა პეგულას 3:6; 6:3; 6:4 მოუგო. ანისიმოვამ კი, იაპონელი ნაომი ოსაკა დაჯაბნა – 6:7; 7:6; 6:3. როგორც ხედავთ, პირველი სეტი ორივე ფინალისტმა დათმო.

ურთიერთშეხვედრებში ანისიმოვა რეიტინგის პირველ ნომერს ჯაბნის – 6:3. აი, US Open-ზე კი, ანგარიში თანაბარია – 1:1.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი