გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

გოჩოლეიშვილი ნაკრებში ბრწყინვალე ფორმით მოდის

გააზიარეთ

გერმანიის ბუნდესლიგის მეექვსე ტურში შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა გიორგი გოჩოლეიშვილის ჰამბურგმა, რომელმაც საკუთარ მოედანზე მაინცი 4:0 გაანადგურა.

ქართველი მარჯვენა მცველი ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო და გოლის გატანასაც ძალიან ახლოს იყო. შეხვედრის მეექვსე წუთზე გოჩოლეიშვილმა შორი მანძილიდან ძლიერი დარტყმა განახორციელა, ბურთი კი ძელს მოხვდა და დამატებაზე ალბერტ ლოკონგამ ანგარიში გახსნა. სწორედ გოჩოლეიშვილის აქტიურობით ჰამბურგმა სწრაფად მოიპოვა უპირატესობა. მისი თამაში სპეციალისტებმა 7.5 ქულით შეაფასეს.

მატჩის დასაწყისშივე ჰამბურგმა მეორე ბურთიც გაიტანა – რაიან ფილიპმა სხვაობა ორამდე გაზარდა, მეორე ნახევარში კი დუბლი შეასრულა. საბოლოო ანგარიში ჟან-ლუკ დომპემ დააფიქსირა – 4:0.

გოჩოლეიშვილი 82-ე წუთზე შეცვალეს. რამდენიმე წუთით ადრე ქართველმა მცველმა ძლიერი დარტყმა მიიღო და ექიმების დახმარება დასჭირდა, თუმცა სერიოზული არაფერია – მცირე შესვენების შემდეგ თამაში განაახლა.

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში გიორგის უკვე ხუთი მატჩი აქვს ჩატარებული. მხოლოდ ბაიერნთან გამოტოვა შეხვედრა დისკვალიფიკაციის გამო. გოჩოლეიშვილი ჰამბურგის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ფეხბურთელია და მუდმივად ახდენს გავლენას გუნდის თამაშზე.

ჰამბურგს ამჟამად სამმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, რვა ქულა მოუგროვდა და მომდევნო ტურში, 18 ოქტომბერს, ლაიფციგს ესტუმრება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2025
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები