გამოგვიწერეთ

ძიუდო

გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დაეუფლა

გააზიარეთ

გურამ თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველი ძიუდოისტი ფინალში 27 წლის რუსი ინალ ტასოევის წინააღმდეგ დამარცხდა.

თუშიშვილი ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც სლოვაკი მარიუს ფიზელი დაამარცხა. ქართველ მძიმეწონოსანს გაცილებით დიდი ბრძოლა გადახდა გერმანელ ლოსენი კონესთან და ის მხოლოდ დამატებით დროში დააიპონა.

გურამი მეოთხედფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურს შეხვდა და იპონით მოუგო.

ნახევარფინალში თუშიშვილი სამხრეთკორეელ მინ-ჯონ კიმს შეხვდა, რომელთანაც გასული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში წააგო და რევანშის აღება მოახერხა. ქართველმა ძიუდოისტმა მრისხანე მეტოქე იპონზე დაანარცხა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ძიუდო