გამოგვიწერეთ

ძიუდო

“მაშინაც ვერ იმარჯვებს, როცა იქ არ ვარ” – რინერი თუშიშვილზე

გააზიარეთ

2025 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე გურამ თუშიშვილმა ზედიზედ მეორე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალში ქართველმა მძიმეწონოსანმა ძალიან დაძაბულ ბრძოლაში რუს – ინალ ტასოევთან იუკოთი დაწინაურდა, თუმცა საბოლოოდ ვაზარის გაშვების შემდეგ ოქროსთვის ბრძოლა დათმო და ვერცხლით დაკმაყოფილდა.

მძიმე წონაში დაჯილდოების ცერემონიაზე კიდევ ერთხელ გახდა ყურადღების ცენტრში თუშიშვილისა და ტედი რინერის ურთიერთობა. რინერი ჩემპიონატზე არ ასპარეზობდა, თუმცა მედლების გადაცემის პროცესში იღებდა მონაწილეობას. სწორედ მან გადასცა გურამს ვერცხლის მედალი, თუმცა თუშიშვილმა ფრანგს ხელი არ ჩამოართვა, რაც კამერების ობიექტივსაც არ გამოჰპარვია.

აღნიშნულ ინციდენტზე ტედი რინერმა ფრანგულ მედიასთან კომენტარი გააკეთა და არც ირონიას მოაკლო ადგილი:

„ყოველთვის ასე იყო და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს საბრძოლო სპორტია. ვხედავთ, რომ მაშინაც ვერ იმარჯვებს, როცა მე იქ არ ვარ. სულ ესაა. მის შესახებ ბევრი არაფერი მაქვს სათქმელი, დღეს საუკეთესომ გაიმარჯვა. საბოლოოდ, მხოლოდ პირველები გვახსოვს, ჩემი მწვრთნელები ამ ფრაზას ხშირად მიმეორებენ,“ – განაცხადა რინერმა.

შეგახსენებთ, რომ თუშიშვილსა და რინერს შორის დაპირისპირება ჯერ კიდევ 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე დაიწყო, სადაც ორთაბრძოლის შემდეგ ქართველი სპორტსმენი არასპორტული საქციელისთვის დისკვალიფიცირებული იქნა და 6 თვით მოიხსნა ტატამიდან. მაშინდელი ინციდენტისას არაერთი კომენტარი გაკეთდა, რომ თუშიშვილის ქმედება სწორედ რინერის პროვოკაციით იყო გამოწვეული, თუმცა სანქცია მხოლოდ ქართველს შეეხო.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ძიუდო