გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

გურამ კაშიას სლოვანი ჩემპიონთა ლიგის მესამე ეტაპზე გავიდა

გააზიარეთ

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ზრინსკისა და სლოვან ბრატისლავას შორის გამართული განმეორებითი შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა. თუმცა ორი მატჩის ჯამში ბრატისლაველებმა სოლიდური უპირატესობით – 6:2 იმარჯვეს და შემდეგ ეტაპზე გააღწიეს.

როგორც პირველ მატჩში, ამჯერადაც სლოვანის ძირითად შემადგენლობაში იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების გამოცდილი მცველი გურამ კაშია, რომელმაც მინდორზე სრული 90 წუთი დაჰყო.

მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში სლოვანი ყაზახურ კაირატს დაუპირისპირდება. კაირატმა წინა ეტაპზე ფინურ კუპსს სძლია: მიუხედავად იმისა, რომ პირველი მატჩი 0:2 დათმო, განმეორებით შეხვედრაში 3:0 იმარჯვა და საერთო ჯამში მომდევნო ეტაპზე გასვლა მოახერხა.

სლოვანსა და კაირატს შორის პირველი დაპირისპირება 5 ან 6 აგვისტოს ყაზახეთში შედგება, ხოლო განმეორებითი მატჩი 12 აგვისტოს ბრატისლავაში გაიმართება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ევროტურნირები