გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

დავითაშვილი ტურის სიმბოლურში

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრების შემტევი ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. ეს პატივი ქართველ ფეხბურთელს მონპელიეს კარში შესრულებული დუბლის გამო ერგო.

სენტ-ეტიენი, რომლის ღირსებასაც დავითაშვილი იცავს მონპელიეს ესტუმრა და დამაჯერებლად 2:0 დაამარცხა. როგორც თავში ვთქვით, ორივე გოლი ჩვენებურის ანგარიშზეა. დავითაშვილმა მეტოქე პირველ ტაიმში მე-2 და 22-ე წუთებზე დაამწუხრა.

ზურიკო დავითაშვილის გარჯა ავტორიტეტულმა Sofascore-მა დააფასა და ქართველი ფეხბურთელი ტურის სიმბოლურში შეიყვანა

მიმდინარე სეზონში დავითაშვილის მონაგარი რვა მატჩში უკვე ოთხი გოლია. მომდევნო მატჩს სენტ-ეტიენი 18 ოქტომბერს ლე მანის წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე გამართავს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები