გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ცნობილია – ითამაშებს თუ ვერა ხვიჩა ნაკრებში

გააზიარეთ

ხვიჩა კვარაცხელიამ ამ სეზონში უკვე მეორე მიკროტრავმა მიიღო, რის გამოც ის ლიგა 1-ის მიმდინარე ტურს გამოტოვებს.

Geo Team იტყობინება, რომ ხვიჩა ლილთან მატჩს გამოტოვებს, თუმცა სანაკრებო პაუზამდე მწყობრში ჩადგომას მოასწრებს.

“ამ მომენტამდე ფეხბურთელი აღდგენით ვარჯიშებს აგრძელებს, თუმცა ოქტომბრის სანაკრებო მატჩებში ვილი სანიოლისთვის პსჟ-ს ვარსკვლავი ხელმისაწვდომი იქნება.

ხვიჩასთვის საქართველოს ნაკრები ყოველთვის TOP პრიორიტეტი იყო და არის, ამიტომ მისი ნაკრებში არჩამოსვლის საკითხი დღის წესრიგში პსჟ-სთან არასდროს დამდგარა, კლუბში კარგად იციან, რამდენად მნიშვნელოვანია ხვიჩა კვარაცხელიასთვის საქართველოს ნაკრებში თამაში”, – ვკითხულობთ Geo Team-ის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის სანაკრებო პაუზაზე საქართველოს მეტოქეები თურქეთი და ესპანეთი იქნებიან.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები