გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

დავით ლორთქიფანიძე სერია C-ს გუნდში ითამაშებს

გააზიარეთ

24 წლის ქართველი ფეხბურთელი, დავით ლორთქიფანიძე კარიერას იტალიის სერია C-ს წარმომადგენელ რავენაში გააგრძელებს. მხარეებს შორის შეთანხმება უკვე შედგა და ლორთქიფანიძემ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

რავენა, რომელიც გასულ სეზონში სერია D-ს პლეი-ოფების მეშვეობით სერია C-ში აღზევდა, ლორთქიფანიძის დამატებას განსაკუთრებული ენთუზიაზმით შეხვდა. კლუბის ოფიციალურმა ვებსაიტმა ის ასეთი სიტყვებით დაახასიათა:

“დაბადებული 2001 წელს, დავით ლორთქიფანიძე არის ფეხბურთელი, რომელიც გამოირჩევა მაღალი ენერგიით, თავდადებითა და ძლიერ გამარჯვების წყურვილით. ნახევარდაცვის ხაზი მისით კიდევ უფრო გაძლიერდა. ლორთქიფანიძეს აქვს შესანიშნავი უნარი, დაბალანსოს გუნდის შეტევითი და დამცავი ფაზები. გასულ სეზონში მან 6 გოლი გაიტანა, მათ შორის უმნიშვნელოვანესი პლეი-ოფის ნახევარფინალში ‘პისტოიეზეს’ წინააღმდეგ.”

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ლეგიონერები