გამოგვიწერეთ

ნაკრები

18 წლამდე შვიდკაცა დივიზიონით დაწინაურდა

გააზიარეთ

საქართველოს 18 წლამდე შვიდკაცა ნაკრებმა, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში რაგბი ევროპის ალაფა 2 მოიგო და ერთი რანგით მაღლა ითამაშებს.

ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ავსტრია (19:5), უნგრეთი (71:0) და ესტონეთი (52:0) დაამარცხეს და ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც მეტოქედ ბულგარეთი ერგო. ანგარიში დაჩი ზანგურაშვილმა გახსნა, რომელმაც კონტრშეტევაზე ფეხით ორჯერ ითამაშა და ბურთი ლელოში დაამიწა; ტაიმის შუაში ნიკოლოზ მუმლაძემ მეორე ლელო გაიტანა – ორივე გარდასახვა ზუსტი იყო; ტაიმის ბოლოს ბულგარეთმა გარდასახული ლელოთი ჩამორჩენა შეამცირა და სინბინის გამო მოედანზე ექვსი კაცით დავრჩით.

თამაშის განახლების შემდეგ დაჩი ოყროშიძემ ჩვენი შეტევა ლელოთი დაასრულა; ბოლო წუთზე ბულგარეთმა შეძლო მეორე ლელოს გატანა, მაგრამ საქართველომ 19:14 იმარჯვა.

ფინალში ისევ ავსტრია შეგვხვდა. დიმიტრი კიკნაძის შეგირდები მოედანზე მოტივირებული გავიდნენ და პირველსავე წუთზე ლუკა გორგოძემ ლელოთი დაგვაწინაურა, მაგრამ მალევე მაღალი ბოჭვისთვის სინბინით დაისაჯა. მიუხედავად ამისა, ექვსმა მოთამაშემ ხელდახელ კარგი შეტევა განახორციელა და ოყროშიძემ ლამაზი ლელოთი ჩვენი უპირატესობა გაზარდა. დაჩიმ გარდასახვაც თავადვე შეასრულა – 12:0.

მეორე ტაიმის დასაწყისშივე ზანგურაშვილმა ფეხით შეცურებული ბურთი თავად აიტაცა და ლელო ძელებსშუა გაიტანა; მეოთხე ლელო მუმლაძემ მას შემდეგ გაიტანა; ბოლო წუთზე კი, ლუკა აბრამიძემ კონტრშეტევაზე დაახლოებით 70 მეტრი ირბინა და საქართველომ საბოლოოდ 31:0 გაიმარჯვა.

ამრიგად, საქართველომ ალაფა 2-ის მოგებისთვის ოქროს მედლები და კუთვნილი თასი ჩაიბარა, გაისად კი, ერთით მაღალ დივიზიონში, ალაფა 1-ში ითამაშებს.

ჩვენი გუნდის შემადგენლობა ასეთი იყო: დაჩი ზანგურაშვილი, სანდრო გოგუაძე (ორივე ყოჩები), ლუკა აბრამიძე, დაჩი ოყროშიძე (ორივე რაშები), ნიკოლოზ მუმლაძე, ლუკა ჯიქიძე, დავით კვირიკაშვილი, გიორგი ჯანხოთელი (ყველა ლელო), ლუკა გორგოძე (ხვამლი), იო სებისკვერაძე, კახა ზურაბაშვილი (ორივე არმია), მათე ბებია (აია), საბა მიქელაძე (ჩაქვი).

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ნაკრები