გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

დამაინტრიგებელი აფიშა და ლეგენდების კვალდაკვალ

გააზიარეთ

საფრანგეთის ღია პირველობის მეათე სათამაშო დღე მამაკაცთა შორის ორი 1/4 ფინალური დაპირისპირებით დაიხურა.

პირველად 2003 წლის შემდეგ, როლან გაროსის რვა საუკეთესოში ორი ამერიკელი ჩოგბურთელი ფრენსის ტიაფო და ტომ პოლი ვიხილეთ. ფაქტია, რომ აღნიშნულ მეიჯორს და ზოგადად გრუნტის სეზონს ორივე მეჩოგნე ოპტიმალურ ფორმაში შეხვდა, თუმცა ნახევარფინალში გადასასვლელად მათ ურთულესი მეტოქეების დამარცხება მართებდათ, რაც საბოლოო ჯამში ვერ მოახერხეს.

მართალია, ტიაფოს ლორენცო მუზეტისთან ურთიერთშეხვედრებში მცირე უპირატესობა ჰქონდა (3:2), მაგრამ ამჯერად მოწინააღმდეგეს ვეღარ აჯობა და საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში – 2:6, 6:4, 5:7, 2:6 დამარცხდა. ამ გამარჯვებით 23 წლის იტალიელი ჩოგბურთელი როლან გაროსის ნახევარფინალში პირველად გავიდა.  ეჭვგარეშეა, რომ ლორენცო მუსეტი, რომელიც რეიტინგის მეშვიდე ნომერია მიმდინარე სეზონში შესანიშნავად გამოიყურება. მან, გრუნტის მასტერსებზე გულშემატკივარს თავი ლამაზი და შედეგიანი თამაშით დაამახსოვრა – მონტე-კარლოში ფინალში გააღწია, ხოლო მადრიდსა და რომში საუკეთესო ოთხეულში მოხვდა.

რაც შეეხება მეორე ნახევარფინალისტს, ის არაჩვეულებრივი კარლოს ალკარასია. ახლო წარსულში ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ამერიკელი ტომ პოლი გადათელა. ესპანელმა მეტოქე სამ სეტში – 6:0, 6:1, 6:4 გაანადგურა და საამისოდ მას სულ რაღაც საათნახევარი დასჭირდა.

ფინალში გასასვლელად, ერთმანეთის პირისპირ კორტზე სწორედ კარლოს ალკარასი და ლორენცო მუზეტი დადგებიან. აღნიშნული დაპირისპირება, რომელსაც მართლაც დამაინტრიგებელი აფიშა აქვს 6 ივნისს გაიმართება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი