გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

პირველი მოქმედის წინააღმდეგ

გააზიარეთ

წლის რიგით მეორე დიდი სლემის საჩოგბურთო ტურნირი უკვე ფინიშის სწორზეა. ბულონის ტყეში, ქალთა შორის ორი ნახევარფინალისტის ვინაობაც გაირკვა.

როლან გაროსის ცენტრალურ კორტზე, ურთიერთობის გასარკვევად და საუკეთესო ოთხეულში მოსახვედრად პირველები ჩინელი ქეივონგ ჟენგი და ბელარუსი არინა საბალენკა გავიდნენ. ცხადია, ფავორიტად ეს უკანასკნელი ითვლებოდა. ის ხომ რეიტინგის პირველი ნომერია და ესეც რომ არ იყოს აქამდე გამართული შვიდი ურთშიერთშეხვედრიდან ჩინელ ჩოგბურთელს მხოლოდ ერთხელ გაემარჯვა. რა თქმა უნდა, ჟენგს მეტოქის მეორედ დამარცხება და საფრანგეთის ღია პირველობის ნახევარფინალში გასვლა კი ეწადა, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო და საბალენკასაც ორ სეტში – 6:7, 3:6 დაეჩაგვრინა. საგულისხმოა, რომ არინა საბალენკამ კარიერის მანძილზე მეიჯორების 1/2 ფინალში გასვლა მეთერთმეტედ მოახერხა. ისე კი მას სლემები დღემდე სამჯერ მოუგია.

რაც შეეხება მეორე ნახევარფინალისტს – ის მსოფლიოს მეორე ნომერი იგა სვიონტეკი იქნება. პოლონელი მეჩოგნე არც ისე დიდი ხნის წინ რეიტინგში პირველი კი გახლდათ, თუმცა პოზიცია სწორედ საბალენკას დაუთმო. ეს ორი ჩოგბურთელი დაუპირისპირება ერთმანეთს საფრანგეთის ღია პირველობის ფინალის საგზურისთვის.

1/4 ფინალში გამარჯვება კი იგა სვიონტეკმა უკრაინელ ელინა სვიტოლინასთან იზეიმა – 6:1, 7:5. შეგახსენებთ, რომ პოლონელი ჩოგბურთელი როლან გაროსის გათამაშების მოქმედი ჩემპიონია, ისე კი მას საფრანგეთის ღია პირველობა კარიერაში ოთხჯერ მოუგია.

არინა საბალენკასა და იგა სვიონტეკის დაპირისპირება 5 ივნისს გაიმართება.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი