გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

დებიუტი ყვითლით

გააზიარეთ

ფეხბურთის ქომაგი კარგად უწყის, რომ გიორგი ქოჩორაშვილის გარდა პორტიგალიის უმაღლეს ლიგაში კიდევ ერთი ქართველი ნოდარ ლომინაძე თამაშობს. ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს სლოვაკეთში გამართული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ეშტორილის ხელმძღვანელობამ დაადგა თვალი და მალევე თავისთან უხმეს.

ქოჩორაშვილისგან განსხვავებით, რომელიც სპორტინგის რიგებში ჯერჯერობით მოედანზე სათადარიგო სკამიდან შედის, ლომინაძეს მთავარი მწვრთნელი თავიდანვე ენდო და ესტრელა ამადორას წინააღმდეგ ძირითად თერთმეტეულში დააყენა, მაგრამ შესვენებაზე შეცვალა. ამის მიზეზი ალბათ მატჩის 25-ე წუთზე მიღებული ყვითელი ბარათი გახლდათ და იან კეტრომაც აღარ გარისკა.

მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, ხოლო 23 წლის ქართველმა ფეხბურთელმა 6,3 მეათედი შეფასება მიიღო. ლომინაძე ბურთს 41-ჯერ შეეხო და 28 ზუსტი გადაცემა გააკეთა, ასევე ორჯერ დაჯარიმდა.

მომდევნო ტურში ეშტორილი 16 აგვისტოს სტუმრად გიმარაეშს დაუპირისპირდება.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები