გამოგვიწერეთ

ზამთრის სახეობები

დევისი/სმოლკინის წყვილი ფინალში მე-13 ადგილით შევიდა

გააზიარეთ

მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში დაიწყო ინდივიდუალური ტურნირი და პირველები ყინულზე რითმული ცეკვების სპორტსმენები გავიდნენ.

საქართველოს სახელით დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი გამოდიოდა და მსაჯებისგან 77.15 ქულა დაიმსახურეს, რაც მე-13 შედეგი აღმოჩნდა. ამით ფინალში გამოსვლის უფლება კი მოიპოვეს, მაგრამ მათი მაქსიმუმი იქნება თუ ათეულში შევლენ.

პირველ ადგილზე ფრანგები არიან – ლორანს ბროდი და გიიომ სიზერონი (90.18), მეორეზე ამერიელები – მედისონ ჩოკი და ედისონ ბეიტსი (89.72), მესაზმეზე კი კანადელები – პაიპერ ჟილესი და პოლ პუარე (86.18).

თავისუფალი პროგრამა 11 თებერვალს გაიმართება. მანამდე ყინულზე ევროპის ჩემპიონი ნიკა ეგაძე გავა.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ზამთრის სახეობები