გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

დე ბრუინს ორი შეთავაზება აქვს – კევინი გადაწყვეტილებას მალე მიიღებს

გააზიარეთ

კევინ დე ბრუინის მანჩესტერული კარიერა სრულდება – ის სულ მალე პეპ გვარდიოლას გუნდის მაისურით ბოლო შეხვედრას ჩაატარებს.

ბელგიელი ნახევარმცველის მომავალი ჯერჯერობით ბუნდოვანია. როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, დე ბრუინს ორი რეალური შეთავაზება აქვს – ნაპოლი და ჩიკაგო ფაიერი.

როგორც ირკვევა, იტალიურმა გუნდმა დე ბრუინს დიდი შეთავაზება გაუკეთა და მზადაა, შეთანხმებას საბოლოო სახე მისცეს მაშინვე, როცა ფეხბურთელისგან სრულ თანხმობას მიიღებს.

რაც შეეხება ჩიკაგოელებს, ამერიკელები დე ბრუინს ჯერ კიდევ აპრილში დაუკავშირდნენ და მათი შეთავაზება კევინს მაგიდაზე აქვს. რომანოს ინფორმაციით, ბელგიელი გადაწყვეტილებას თავის ოჯახთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ტრანსფერები