გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

პოსტეკოღლუ: “სეზონის დასაწყისში ეს ტყუილად არ მითქვამს”

გააზიარეთ

ლონდონის ტოტენჰემმა ათწლეულობით პაუზების შემდგომ ევროპული ტიტული კვლავ მოიგო – დეზებმა ევროპა ლიგის ფინალში მანჩესტერ იუნაიტედი მინიმალური სხვაობით, 1-0 დაამარცხეს.

არადა, ვერ ვიტყვით, რომ ტოტენჰემს წელს კარგი სეზონი ჰქონდა – გუნდი პრემიერ ლიგის ცხრილის ბოლო ნაწილშია და გასავარდნ ზონას სულ რამდენიმე ქულით უსწრებს. მიუხედავად ამისა, გუნდის თავკაცს, ანჯე პოსტეკოღლუს თავისი ბიჭების რწმენა არ დაუკარგავს, რასაც სეზონის დასაწყისში ნათქვამი ფრაზაც მოწმობს: “როგორც წესი, ჩემს მეორე სეზონებში ტიტულებს ვიგებ ხოლმე”.

დღევანდელი მოგებული ფინალის შემდგომ პოსტეკოღლუმ სწორედ ამ ფრაზასთან დაკავშირებით ისაუბრა:

“ეს ფრაზა ტყუილად არ მითქვამს – შინაგანად მწამდა, რომ ტიტულს მოვიგებდით, ჩვენ ეს გვჭირდებოდა. ხალხი კლუბს დასცინოდა და ჩვენ მათ აქამდე საკადრის პასუხს ვერ ვცემდით”, – განაცხადა ანჯემ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ევროტურნირები