გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

“დიდი ხნის შემდეგ მან ხვიჩას გაჩერება შეძლო”, – რიო ფერდინანდი

გააზიარეთ

მართალია, პსჟ-მ ლონდონის ტოტენჰემის დამარცხება პენალტების სერიაში შეძლო და უეფას სუპერთასიც მოიგო, თუმცა ხვიჩა კვარაცხელიას პარიზელთა რიგებში საკმაოდ სუსტი პერფორმანსი ჰქონდა.

სავარაუდოდ, სწორედ ამით აიხსნება, რომ ლუის ენრიკემ ქართველი ფეხბურთელი მატჩის 60-ე წუთზე გაიყვანა, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ იმ დროისთვის პსჟ ორი ბურთის სხვაობით მარცხდებოდა.

მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდამ, რიო ფერდინანდმა, აღნიშნულ მატჩში ხვიჩას პირადი ვიზავი, ჯედ სპენსი შეაქო:

“დიდი ხნის შემდეგ, პირველად ვნახე მცველი, რომელმაც ხვიჩას განეიტრალება მოახერხა. პსჟ-ს წინააღმდეგ ჯედ სპენსი ბრწყინვალედ გამოიყურებოდა”, – განაცხადა ფერდინანდმა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები