გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

ბათუმის დინამომ გარეჯი სტუმრად დაამარცხა 

გააზიარეთ

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-20 ტური გარეჯისა და ბათუმის დინამოს  დაპირისპირებით დასრულდა. წარმატება სტუმრებს ერდოთ – ზღვისპირელებმა მინიმალური ანგარიშით, 1:0 იმარჯვეს.

გადამწყვეტი ეპიზოდი მეორე ტაიმის მე-13 წუთზე მოხდა, როდესაც ლევან ხოზრევანიძემ ზუსტი დარტყმით კარის ბადე შეარხია. 19 წლის თავდამსხმელისთვის ეს უკვე მეორე გოლია ეროვნულ ლიგაში, ხოლო ერთი ბურთი საქართველოს თასზეც აქვს გატანილი. ფინანსური პრობლემების ფონზე ძირითადში მიღებული შანსი ხოზრევანიძემ კვლავ შედეგიანად გამოიყენა.

ამ გამარჯვებით დინამო 33 ქულას აგროვებს და ცხრილში მეოთხე პოზიციაზე იმყოფება. შემდეგ ტურში გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი გაგრას დაუპირისპირდება. გარეჯი კი, რომელსაც 18 ქულა აქვს და მერვე ადგილზეა, მომდევნო მატჩს წყალტუბოს სამგურალთან ჩაატარებს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი