გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

სპორტინგის გამარჯვება და დამაჯერებელი ქოჩორაშვილი

გააზიარეთ

პორტუგალიის ჩემპიონატის მეხუთე ტურში იყო შესაძლებლობა ქართველ ფეხბურთელთა დაპირისპირება გვეხილა, თუმცა სამწუხაროდ არ შედგა. ამაში დამნაშავე კი ფამალიკაუს მთავარი მწვრთნელია, რომელმაც ოთარ მამაგეიშვილს სპორტინგთან მატჩში მოედანზე გასვლის და თავის გამოჩენის საშუალება არ მისცა.

ისე კი სპორტინგმა, რომლის რიგებშიც გეცოდინებათ გიორგი ქოჩორაშვილი ირიცხება მეტოქეს სტუმრად 2:1 აჯობა, ხოლო ჩვენებური ძირითად შემადგენლობაში გახდლათ და 39-ე წუთზე თანაგუნდელს მოხდენილი პასიც გაუჭრა. ლუის სუარესმა კი გაიტანა, მაგრამ VAR-ზე შემოწმების შემდეგ გოლი გაუქმდა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა მოედანზე 68 წუთი დაჰყო და Sofascore-მა მისი თამაში 6,7 ქულით შეაფასა.

ხუთი ტურის შემდეგ ლისაბონის სპორტინგი სატურნირო ცხრილში 12 ქულით მეორე ადგილზეა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი