გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

ეუსებიო ყიფიანზე: რაც უფრო ემატება ასაკი უკეთესი ხდება

გააზიარეთ

ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთელი ეუსებიო ერთ-ერთ ინტერვიუში განსაკუთრებული მოწონებით ახსენებდა ქართველ ოსტატს, დავით ყიფიანს, და სოლიდურ სიტყვებს ამბობდა მის საფეხბურთო მნიშვნელობაზე:

“ჩემს საფეხბურთო სკოლაში, მინდორზე ვარჯიშის გარდა, თეორიულ მეცადინეობებსაც ვატარებთ. ვასწავლით ფეხბურთის ისტორიას, ფეხბურთის სუპერვარსკვლავების ბიოგრაფიას, მათ ტექნიკას.

სასწავლო პროგრამაში დავით ყიფიანი შევიტანეთ, საოცარი ფეხბურთელია, რაც უფრო ემატება ასაკი, სულ უფრო და უფრო აუმჯობესებს თამაშს.

სამწუხაროა, რომ ბენფიკა არ შეხვედრია თბილისის დინამოს თასების თასზე, ჩვენმა ბავშვებმა დაკარგეს ბედნიერება, საკუთარი თვალით ეხილათ დავით ყიფიანის თამაში ჩვენს მინდორზე”.

ეუსებიო (მცირე სახელით ეუსებიუ და სილვა ფერეირა) — პორტუგალიის, და მსოფლიო ფეხბურთის დიდი ლეგენდა.

იგი ცნობილი იყო თავის გამანადგურებელი დარტყმებით, დიდი სწრაფობით და ტექნიკით.

ეუსებიო 2014 წელს გარდაიცვალა ლისაბონში, 71 წლის ასაკში.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2025
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ფეხბურთი