გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

რატომ სურს აზაროვს შახტარის დატოვება?

გააზიარეთ

2023 წელს ცრვენა ზვეზდადან ირაკლი აზაროვი 3 მილიონი ევროს სანაცვლოდ დონეცკის შახტარს შეუერთდა, სადაც გიორგი გოჩოლეიშვილთან ერთად გამოდიოდა.

ახლა აზაროვი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებთან ერთადაა, ხოლო მისთვის ამ ტურნირს შეიძლება ორმაგი დატვირთვაც ჰქონდეს, რადგან სხვა კლუბის მოძებნაში დაეხმაროს.

უკრაინულ მედიასთან საუბარში აზაროვი აცხადებს, რომ სხვა კლუბებისგან შეთავაზებები აქვს და უკრაინის დატოვებას განიხილავს:

“მძიმე სეზონი გამოვიდა, გადაწყვეტილებებს მწვრთნელი იღებს და მას უნდა ჰკითხოთ, რა არ იყო რიგზე. რამდენიმე შეთავაზება მაქვს, თუმცა ვერ გავამხელ, იჯარას კი არ განვიხილავ. იმედი მაქვს, ევროპის ჩემპიონატი ტრანსფერში ხელს შემიწყობს, რადგან ოჯახისგან შორს ყოფნა და ომი ძალაინ რთულია”, – განაცხადა ირაკლიმ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ლეგიონერები