გამოგვიწერეთ

საქართველოს თასი

მერვედფინალისტები ცნობილია

გააზიარეთ

დღეს, 20 ივლისს, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/16 ფინალური ეტაპის ძირითადი ნაწილი დასრულდა და მერვედფინალში გასული გუნდების უმეტესობის ვინაობაც უკვე ცნობილია.

პირველი შეხვედრა ტყიბულში გაიმართა, სადაც ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელმა მეშახტემ გაგრას უმასპინძლა. დრამატულ მატჩში იმერულმა კლუბმა დამატებით დროში 2:1 გაიმარჯვა. ანგარიში პირველ ტაიმში, დამატებულ წუთებზე ლევან ქურდაძემ გახსნა. გაგრამ ანგარიში გიორგი ხარებაშვილის გოლით 50-ე წუთზე გაათანაბრა. გადამწყვეტი გოლი კი დავით ნაჭყებიამ 118-ე წუთზე გაიტანა და მეშახტე მერვედფინალში გაიყვანა.

მეორე თამაში თბილისურ დერბის წარმოადგენდა, სადაც ლოკომოტივმა დინამო თბილისი 2 3:0 დაამარცხა. გოლები ლაშა კოხრეიძემ, ლაშა მენთეშაშვილმა და ლუკა მეტრეველმა გაიტანეს.

მესამე მატჩში, რომელიც თბილისში ილია კოკაიას სახელობის ბაზაზე გაიმართა, დინამო ბათუმმა მეოთხე ლიგის წარმომადგენელი გაგრა 2 5:0 დაამარცხა. ბათუმელთა მხრიდან გოლები ლუკა ქაფიანიძემ, ლუკა წულიკიძემ, დმიტრი მანდრიჩენკომ, ნიკა დუმბაძემ და უერდი მარამ გაიტანეს.

მეოთხე შეხვედრა დაძაბული და დრამატული გამოდგა — ფოთის კოლხეთმა სტუმრად გარეჯი პენალტების სერიაში დაამარცხა. ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, ხოლო 11-მეტრიანების სერიაში ფოთელებმა 4:2 იმარჯვეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.

მეხუთე დაპირისპირებაში წყალტუბოს სამგურალმა მინიმალური ანგარიშით 1:0 სძლია გონიოს. ერთადერთი გოლის ავტორი მათე აბულაძე გახდა.

მორიგი 1/16 ფინალური შეხვედრა რუსთავსა და თელავს შორის შედგა, სადაც ქვემო ქართლელებმა 1:0 იმარჯვეს. გადამწყვეტი გოლი ჟან სოუზა დე ალმეიდას ანგარიშზეა.

დარჩენილი ორი მატჩი 21 და 22 ივლისს გაიმართება: ვიტ ჯორჯია შინ იბერია 2-ს დაუპირისპირდება, ხოლო თბილისი 2025 კი ბოლნისის სიონს უმასპინძლებს

შედეგად, მერვედფინალის წყვილები ამ დროისთვის ასე გამოიყურება:

ოდიში 1919 – სამტრედია

მეშახტე – მარტვილის მერანი

იბერია 1999 – ტორპედო ქუთაისი

შტურმი – ლოკომოტივი თბილისი

სპაერი – კოლხეთი 1913

სამგურალი – დილა გორი

დარჩენილი ორი მერვედფინალური წყვილი ხვალ და ზეგ გახდება ცნობილი, რის შემდეგაც სრული სურათი გაირკვევა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად საქართველოს თასი