გამოგვიწერეთ

ნაკრები

“თამაშის შემდეგ შეტყობინება მამარდაშვილისგან მომივიდა” – რას იხსენებს ხარატიშვილი

გააზიარეთ

საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრების და დინამო ბათუმის მეკარემ, ლუკა ხარატიშვილმა, la gazzetta dello sport georgia-სთან ინტერვიუში ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიასთან მარცხი და გიორგი მამარდაშვილის წერილი გაიხსენა:

“პირველი გოლიც ჩემი შეცდომით გავიდა. მილიონჯერ რომ ეგეთი ბურთი მომივიდეს, ალბათ მილიონჯერვე ავიღებ, მაგრამ იმ ერთ მომენტში მოხდა.

მაგრამ თამაშის შემდეგ ტელეფონი ავიღე და შეტყობინება გიორგი მამარდაშვილისგან მომივიდა:

“ძალიან მაგარი ბიჭი ხარ ხარატ, ნაკრები რომ ევროპის ჩემპიონატზე თამაშობს, ამაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილი შენ მიგიძღვის. არანაირ შეცდომაზე არ იფიქრო და თავაწეული გააგრძელე შრომა. შრომით ყველაფერი მოდის!”

ეს სიტყვები ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და ემოციური იყო, რადგან მამარდა მსოფლიოს გამორჩეული მეკარეა და მისგან ასეთი გამამხნევებელი წერილის მიღება დიდი მოტივაციაა. 21-წლამდე ნაკრებში ეს ჩემი ბოლო მატჩი იყო. მადლობა მწვრთნელებს, სტაფს, ჩემს თანაგუნდელებს, ვისთანაც შეკრებაზე ერთხელ მაინც ვყოფილვარ. ამაყი ვარ, რომ ამ ნაკრების წევრი ვიყავი.”, – იხსენებს ხარატიშვილი.

 

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ნაკრები