გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

მოულოდნელი ინტერესი – ქართველ ფეხბურთელს არაბეთში იწვევენ

გააზიარეთ

საბა გოგლიჩიძის გარშემო არსებული სატრანსფერო მითქმა-მოთქმა არ წყდება. ემპოლის ქართველ მცველს როგორც იტალიიდან, ასევე პრემიერ ლიგიდან იწვევენ, თუმცა, როგორც ჩანს, მას შეთავაზებები ევროპის მიღმაც აქვს.

იტალიელი ჟურნალისტი ალფრედო პედულა იტყობინება, რომ გოგლიჩიძის მიმართ ინტერესი ევროპიდან ნამდვილად არსებობს, თუმცა არა მხოლოდ მათგან. საქმე ისაა, რომ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს შეთავაზება არაბეთის ჩემპიონატიდანაც აქვს, რომელიც სულ მალე უფრო კონკრეტულ ხასიათს მიიღებს, თუმცა ჟურნალისტი ჯერ კონკრეტულ გუნდს არ ასახელებს.

აღსანიშნავია, რომ არაბეთში ტრანსფერის შემთხვევაში ის პირველი ქართველი მცველი არ იქნება, რომელიც აზიაში გადავა სათამაშოდ, იქამდე ეს გადაწყვეტილება ვეტერანმა საბა კვირკველიამაც მიიღო.

რაც შეეხება ევროპულ ინტერესს, სერია ა-დან გოგლიჩიძეს პარმა ეპატიჟება, ხოლო ინგლისიდან ნიუკასლის და ნოტინგემ ფორესტის ვარიანტებია.

თითქმის გადაწყვეტილია, რომ სერია ბ-ში დაქვეითებულ ემპოლის ახალგაზრდა ქართველი დატოვებს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები