გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

მეორე ცდა – იტალიური გრანდი მიქაუტაძეს მიუბრუნდა

გააზიარეთ

ლიონის ლიგა 2-ში დაქვეითებამ გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერის შანსები საგრძნობლად გაზარდა – დღეს უკვე აქტიურად იწერება, რომ მიქაუტაძის ყიდვა რამდენიმე ევროპულ გრანდს სურს.

Forzaroma იტყობინება, რომ ქართველი ფორვარდის ყიდვას რომა აწ უკვე მეორედ ეცდება. საქმე ისაა, რომ რომაელებმა მიქაუტაძის ყიდვა წინა ზაფხულშიც მოინდომეს, თუმცა მაშინ მისი სატრანსფერო ღირებულება ეძვირათ და სატრანსფერო რბოლას ჩამოშორდნენ.

ახლა რომა მეორე ცდაზე წავა, რასაც ხელი არსებულმა გარემოებებმაც უნდა შეუწყოს. სავარაუდოა, რომ ლიონი იძულებული გახდება, გუნდის ლიდერებს შეელიოს, ეს კი გიორგის დაახლოებით 20 მილიონ ევროდ გახდის ხელმისაწვდომს.

როგორც ირკვევა, რომას ახალ თავკაცს ჯანპიერო გასპარინის მიქაუტაძის ტრანსფერის შემთხვევაში ორი გეგმა აქვს – ის ან ორფორვარდიან სისტემაში ითამაშებს დოვბიკთან ერთად, ან ქართველისა და უკრაინელი ფორვარდის როტაციას ვიხილავთ.

სავარაუდოდ, მიქაუტაძესთვის ბრძოლაში რომა ერთადერთი გუნდი არ იქნება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები