გამოგვიწერეთ

საქართველოს თასი

სენსაციების გარეშე – საქართველოს თასზე მეოთხედფინალისტები გამოვლინდნენ

გააზიარეთ

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე რვიდან შვიდი მეოთხედფინალისტი ცნობილია. სამტრედიასა და იბერია 1999-ის შეხვედრა თბილისელთა ევროთასებზე გამოსვლის გამო გადაიდო.

მერვედფინალში ქუთაისის ტორპედომ გაილაღა. იმერლებმა ზუგდიდის ოდიში 4:1 გაანადგურეს. მატჩში დუბლი კომნენ ანდრიჩმა შეასრულა. ტორპედოდან თითო გოლი ფრანგმა ვირჯილ .პინსონმა და 17 წლის ლუკა კუპრავამ გაიტანეს. მატჩში მეგრელები ქუთაისის ტორპედოს ყოფილმა ფეხბურთელმა ოთარ კვერნაძემ დააწინაურა.

ტორპედოს გარდა საქართველოს თასისთვის ბრძოლას დუშეთი, სამგურალი, დილა, ბათუმის დინამო, რუსთავი და გაგრა აგრძელებენ.

ესეც მერვედფინალური შეხვედრები:

გურია (ლანჩხუთი)-არაგვი (დუშეთი) 1:2

1:0 ქოქოსაძე (32), 1:1 ამოაკო (75), 1:2 ბჟეკალავა (90);

სამგურალი (წყალტუბო)-მეშახტე (ტყიბული) 1:0 (დდ)

1:0 სირაძე (113);

გორი-დილა (გორი) 0:2

0:1 დიუფი (77), 0:2 მენთეშაშვილი (81);

დინამო (ბათუმი)-თელავი 1:0

1:0 მანდრიჩენკო (45)

ტორპედო (ქუთაისი)-ოდიში 1919 (ზუგდიდი) 4:1

0:1 კვერნაძე (2), 1:1 ანდრიჩი (20), 2:1 პიენსონი (45), 3:1 ანდრიჩი (46), 4:1 კუპრავა (60);

რუსთავი-სპაერი (თბილისი) 3:1

0:1 სამხარაძე (6პ), 1:1 ნაკანო (34), 1:2 კესი (102), 3:1 კეიხასი (114)

გარეჯი (საგარეჯო)-გაგრა 1:4

1:0 კალანდაძე (19), 1:1 ფეიქრიშვილი (24), 1:2 ბლიზნიჩენკო (32), 1:3 ანდრეიჩუკი (34), 1:4 ფეიქრიშვილი (55)

ავტორი: კახა მიხანაშვილი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად საქართველოს თასი