გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

ლუის ენრიკე – ეს გამარჯვება დავიმსახურეთ

გააზიარეთ

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში პსჟ ბარსელონას ესტუმრა და ხუთი წამყვანი ფეხბურთელის გარეშე 2:1 მოუგო.

ცხადია, მატჩის შემდეგ კმაყოფილი იყო პარიზული გრანდის მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე, რომელმაც მედიასთან საუბარში ხაზი სწორედ სერიოზული დანაკლისის მიუხედავად გამარჯვებას გაუსვა.

„ბარსელონასთან და თანაც მათ მოედანზე თამაში ადვილი არავისთვისაა. წინა სეზონში ვაჩვენეთ, რომ სირთულეების დაძლევა შეგვიძლია და ეს ამ მატჩშიც თვალნათლივ დადასტურდა.

ჩვენთვის არა აქვს მნიშვნელობა რამდენი ფეხბურთელი გვაკლია. ნებისმიერ შემთხვევაში იდენტობას არ ვკარგავთ, რაც გვეხმარება კიდეც წარმატებაში. მეორე ტაიმში იდეალურად ვითამაშეთ, ძალიან მაღალი დონე ვაჩვენეთ და მომავალშიც ასე უნდა გავაგრძელოთ.

ეს გამარჯვება რწმენას უფრო გაგვიძლიერებს, რადგან ბევრი საკვანძო ფეხბურთელი არ გვყავდა. ჩვენი თავდაჯერება გაზრდილია და გვსურს ამ გამარჯვებით გულშემატკივართან ერთად დავტკბეთ.

ჩვენ ყველა მატჩის მოგება შეგვიძლია, მაგრამ ასევე შეიძლება ნებისმიერ მეტოქესთანაც წავაგოთ. წინასწარ ვერაფერს დაგეგმავ. ამიტომაც ძნელი სათქმელია გავალთ თუ არა საუკეთესო რვა გუნდში, მაგრამ აუცილებლად ყოველთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.

ბარსელონასთან თამაში და მითუფრო მოგება მუდამ სასიამოვნო განცდაა. ეს გამარჯვება დავიმსახურეთ“ – აღნიშნავს პსჟ-ს ესპანელი დამრიგებელი.

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში ტურნირის მოქმედი გამარჯვებული 21 ოქტომბერს სტუმრად ლევერკუზენის წინააღმდეგ ითამაშებს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ევროტურნირები