გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

თითქმის გადაწყვეტილია – სად გააგრძელებს კარიერას გიოკერეში

გააზიარეთ

უდიდესი ალბათობით, ვიქტორ გიოკერეში კარიერას ლონდონის არსენალში გააგრძელებს.

შვედ ფორვარდს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნიდანვე სპორტინგის დატოვება სურს, მისი მთავარი პრიორიტეტი კი სწორედ ლონდონური გრანდია. ამ მიზეზით, მან უარით გაისტუმრა მანჩესტერ იუნაიტედი.

აღსანიშნავია, რომ არსენალისთვის ვიქტორი ერთადერთი ვარიანტი არ ყოფილა. მიკელ არტეტას ბენჟამინ შეშკოს ტრანსფერი სურდა, თუმცა ლაიპციგი მას 90 მილიონ ევროდ აფასებდა, ხოლო თავად სლოვენიელი ფორვარდი არსენალში თამაშის განსაკუთრებულ სურვილს არ ამჟღავნებდა.

ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ გიოკერეშმა არსენალთან კონტრაქტის ყველა პირობა შეათანხმა, ამასთან ერთად კი სპორტინგს შეატყობინა, რომ მათთან ერთად სავარჯიშო შეკრების დაწყებას არ აპირებს.

გიოკერეში არსენალთან ხანგრძლივ კონტრაქტს გააფორმებს.

როგორც ირკვევა, არსენალმა პორტუგალიურ გუნდთან ბოლო 24 საათის განმავლობაში პირდაპირი და მნიშვნელოვანი კონტაქტი დაამყარა, მოლაპარაკებების პროცესი კარგად მიმდინარეობს. რომანოს ინფორმაციით, შეთანხმება უახლოეს საათებშიც კი შეიძლება შედგეს.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ტრანსფერები