გამოგვიწერეთ

ძიუდო

იაპონელთა ჰეგემონია დასრულდა – საქართველო მსოფლიოს ჩემპიონია

გააზიარეთ

ბუდაპეშტში ისტორია დაიწერა! საქართველო მსოფლიოს ჩემპიონია.  ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის გუნდური შეჯიბრის ფინალში საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ კორეა 4:1 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 2018 წლის შემდეგ, რაც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გუნდური შეჯიბრების  ფორმატი შეცვალა და კაცები&ქალების გუნდი გააერთიანა, იაპონიას ზედიზედ შვიდჯერ ჰქონდა მსოფლიო ჩემპიონატი მოგებული და   მათი ეს ჰეგემონია დასრულდა. მითუმეტეს, ამომავალი ქვეყნის წარმომადგენლები საქართველომ ნახევარფინალში დაამარცხა.

ფინალში ჩვენი გუნდის მეტოქე სამხრეთ კორეა, რომელსაც 4:1 მოუგეს. ერთადერთი შეხვედრა გურამ თუშიშვილმა დათმო. ეთერ ლიპარტელიანმა, მიხეილ ბახბახაშვილმა, მარიამ ჭანტურიამ და ლაშა ბექაურმა კი,  თავიანთი ბრძოლები დამაჯერებლად მოიგეს.

ფინალამდე საქართველომ – ჩინეთი, იტალია და იაპონია დაამარცხა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ძიუდო