გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

დრო ოჯახთან, სრული თავისუფლება – როგორი გრაფიკი შეუდგინა ენრიკემ პსჟ-ს

გააზიარეთ

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე პსჟ საკმაოდ წარმატებულად გამოვიდა, თუმცა ფინალში ლონდონის ჩელსისთან სრული კრახი განიცადა. მიუხედავად ამისა, ფინალურ ეტაპზე გასვლაც გუნდისთვის როგორც სპორტულად, ასევე ფინანსურად, მომგებიანი იყო.

მოგეხსენებათ, ტურნირი აშშ-ში ჩატარდა, იქ თამაში კი ევროპული გუნდების უმრავლესობისთვის უცხოა. სწორედ ამიტომ, პარიზელთა თავკაცმა ლუის ენრიკემ თავისი ფეხბურთელებისთვის სპეციალური გრაფიკი შეადგინა:

  1. პირველ რიგში, რადგან აშშ-ში მატჩები ადრე ტარდებოდა (შუადღეს 13:00 საათზე), ფეხბურთელებს მატჩის დღეებში გაღვიძება 07:00 საათიდან უწევდათ, საუზმობდნენ და შეხვედრისთვის ემზადებოდნენ.
  2. როცა თამაში არ იყო, ენრიკე ფეხბურთელებს უფლებას აძლევდა, დრო თავისუფლად გაეტარებინათ, რადგან ესპანელი მათ ენდობოდა. შესაბამისად, ფეხბურთელები დროს ატარებდნენ ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად, შოპინგობდნენ, სადილობდნენ და ა.შ.
  3. რაც შეეხება მის საქმიანობას, რადგანაც პსჟ-ს არაერთი არაევროპული გუნდი შეხვდა მეტოქედ, ლუჩო დაკავებული იყო თეორიული განხილვებით და მეტოქის შესწავლით

აღსანიშნავია, რომ ტურნირის შემდგომ ენრიკემ ფეხბურთელებს სამკვირიანი შვებულება მისცა. შეკრება აგვისტოს დასაწყისში დაიწყება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები