გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

მძიმე ბრძოლაში – პსჟ-მ ბაიერნი დაამარცხა

გააზიარეთ

პსჟ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/2 ფინალშია – ლუის ენრიკეს გუნდმა მიუნხენის ბაიერნი 2-0 დაამარცხა.

მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა. მატჩის პირველ ტაიმში ჯამალ მუსიალამ კოჭის უმძიმესი ტრავმა მიიღო, რის გამოც შეიძლება მოახლოებული სეზონი გამოტოვოს.

ანგარიში 78-ე წუთზე დეზირე დუემ გახსნა. ამის შემდეგ პარიზელთა ორი ფეხბურთელი გააგდეს – ჯერ პაჩომ მიიღო წითელი ბარათი, შემდეგ კი ლუკას ერნანდესმა.

მიუხედავად ამ დანაკლისისა, 96-ე წუთზე უსმან დემბელემ აშრაფ ჰაკიმის ასისტით ანგარიში ორამდე გაზარდა, რითიც მატჩს წერტილი დაუსვა.

მართალია, მატჩის მიწურულს ბაიერნს გოლის გაქვეთის შანსი ჰქონდა, თუმცა ტომას მიულერის მოპოვებული პენალტი VAR-მა გაუქმა.

ამ გამარჯვებით ლუის ენრიკეს გუნდი ტურნირის 1/2 ფინალშია.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ევროტურნირები