გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ინტერესი წამყვანი ლიგებიდან – რა ელის გოგლიჩიძეს

გააზიარეთ

მართალია, საბა გოგლიჩიძის ემპოლი სერია ა-ს დაემშვიდობა, თუმცა ცალსახაა, რომ ახალგაზრდა ქართველ მცველს გასული სეზონი აქტივში უნდა ჩაეწეროს. მცირე ჩავარდნების მიუხედავად, გოგლიჩიძე იტალიური გუნდის ერთ-ერთი სანდო და გამორჩეული ფეხბურთელი იყო.

ადგილობრივი გამოცემა Pianetaempoli იტყობინება, რომ მიუხედავად ხანგრძლივი კონტრაქტისა, გოგლიჩიძის ტრანსფერის შანსები საკმაოდ მაღალია, რაც ტოპ ჩემპიონატებიდან ინტერესითაა გამოწვეული.

როგორც ირკვევა, საბას გადაბირებით ბუნდესლიგიდან, პრემიერლიგიდან და სერია ა-დან ინტერესდებიან, თუმცა, ჯერჯერობით, კონკურენტულ წინადადებებზე საუბარი არ არის.

რაც შეეხება სატრანსფერო ღირებულებას, გამოცემა ვარაუდობს, რომ ემპოლი ქართველის სანაცვლოდ დაახლოებით 8 მილიონ ევროს მოითხოვს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები