გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ცნობილია – რა გეგმა აქვს გრანადას წიტაიშვილთან დაკავშირებით

გააზიარეთ

სეზონის დაწყებამდე გრანადამ გიორგი წიტაიშვილი ერთსეზონიანი იჯარით კიევის დინამოდან წამოიყვანა და ტრანსფერმა ცალსახად გაამართლა – გიორგიმ კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო წელი ჩაატარა, 7 გოლი და 4 საგოლე პასი გაიფორმა.

ესპანური გუნდი სეგუნდა დივიზიონიდან დაწინაურებასთან ახლოს იყო, თუმცა ბოლო ტურში მარცხის გამო შანსები დაკარგა, შესაბამისად მომდევნო სეზონშიც ესპანეთის მეორე დივიზიონში იასპარეზებს.

საქმე ისაა, რომ წიტაიშვილის საიჯარო ხელშეკრულებაში მისი გამოსყიდვა გათვალისწინებული არაა, ხოლო გრანადა ამას ლა ლიგაში დაწინაურების შემთხვევაში აპირებდა. შესაბამისად, გიორგის სრულფასოვანი ტრანსფერი ესპანურ გუნდში ნაკლებად მოსალოდნელია.

მიუხედავად ამისა, ესპანური მედია იტყობინება, რომ გრანადა წიტაიშვილის კიდევ ერთ წლიან იჯარაზე იმუშავებს. თუ ესპანელი ჟურნალისტები არ ცდებიან, გრანადას კონკურენციის გაწევა სოფიას ცსკა-სთან მოუწევთ – ბულგარელებს უკვე დიდი ხანია, რაც წიტაიშვილის ტრანსფერი სურთ და იანვარში 1.5 მილიონ ევროსაც იხდიდნენ.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ლეგიონერები