გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

“ინტერი მათ არ გავს” – როგორია გუცაევის პროგნოზი ლიგის ფინალზე

გააზიარეთ

უკვე ხვალ ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ და მილანის ინტერი დაუპირისპირდებიან.

ქართველი გულშემატკივრის უმეტესობა პარიზული გუნდის, შესაბამისად, ხვიჩა კვარაცხელიას პირველ ევროპულ ტურნირს ელის. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სწორედ ლიგის ფინალზე ისაუბრა ქართული ფეხბურთის ლეგენდამ ვლადიმერ გუცაევმა:

“ინტერი ხელწამოსაკრავი გუნდი ნამდვილად არ არის. პსჟ-მ ჩემპიონობა ნაადრევად მოიპოვა, ინტერი კი ტიტულისთვის ბოლო ტურამდე იბრძოდა, ეს კი ფორმის შესანარჩუნებლად შეიძლება იტალიელებისთვის უკეთესიც კი იყო. 

ინტერი სხვა იტალიურ გუნდებს არ ჰგავს, მათ ბრწყინვალე ნახევარმცველები და შემტევები ჰყავთ და კონტრშეტევებზე კარგად თამაშობენ. ჩვენ კი ვგულშემატკივრობთ ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებას, მაგრამ მათ მარტივი გასეირნება არ ელით”, – განაცხადა მან.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები