გამოგვიწერეთ

ძიუდო

ირაკლი უზნაძეს შეგირდები დაუსაჯეს

გააზიარეთ

ტაჯიკეთის ჯუდოს ფედერაციის დისციპლინურმა კომისიამ ნაკრების 7 წევრი ოთხთვიანი დისკლაფიკაციით დასაჯა. მათ ყველა შიდა და საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობა აეკრძალათ.

ჯუდოკების დასჯის მიზეზი დისციპლინის არაერთგზის დარღვევა გახდა. ისინი ასევე სამწვრთნელო შეკრებაზე რამდენჯერმე არ გამოცხადდნენ.

დისკვალიფიცირებული ჯუდოკები სომონ მახმადბეკოვი, ტიმურ რახიმოვი, ობიდ ჯებოვი, უმედჯონ რაჯაბოვი,ორიფ აბდულოი, ვიქტორია კისელევა და ალექსანდრ კანი არიან.

ტაჯიკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამდენიმე ხნის წინ, საქართველოსა და თურქეთის ყოფილი თავკაცი ირაკლი უზნაძე გახდა.

უზნაძე საქართველოს ჯუდოს ნაკრებს 2012-16 წლებში წვრთნიდა. მის დროს საქართველო 2013 წელს, გუნდურ ტურნირზე, მსოფლიოს ჩემპიონი პირველად გახდა. ევროპის ჩემპიონატი კი სამჯერ მოიგო.

ავტორი: კახა მიხანაშვილი

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ძიუდო