გამოგვიწერეთ

ძიუდო

მძიმე წონის უმედლო დღე და გუნდურის მოლოდინი

გააზიარეთ

ბაქოში დასრულდა ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი. ბოლო დღეს მედლები მძიმე წონებში გათამაშდა, სადაც სამი მონაწილე გვაყვდა – გურამ თუშიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი და სოფიო სომხიშვილი.

თუშიშვილმა ორი წრე გაიარა: ჯერ მონღოლი ცენცენგელ ოდხუუ დაამარცხა, შემდეგ – გვინეელი მუსტაფა ფოფანა; თუმცა, მერვედფინალში თავად წააგო რუს ვალერი ენდოვიცკისთან; დემეტრაშვილმა პირველივე შეხვედრა წააგო უზბეკ ტურობოევთან; სომხიშვილმა ასევე პირველივე ბრძოლა რუს მარია ივანოვასთან წააგო.

საქართველოს დელეგაციის აქტივში ოთხი მედალია: ილია სულამანიძემ (100) და ტატო გრიგალაშვილმა (81) ოქროები აიღეს; ვერცხლი ეთერ ლიპარტელიანმა (57) ირგუნა, ხოლო ბრინჯაო – გიორგი სარდალაშვილმა (60).

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველომ მეორე ადგილზეა და მხოლოდ იაპონიას ჩამორჩება. თუ აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაური მძიმე წონის ფინალს მოიგებს, მესამეზე ჩამოინაცვლებს.

11 ოქტომბერს გუნდური შეჯიბრი გაიმართება.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ძიუდო