გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

რუსების რისხვა

გააზიარეთ

ჰალეს საჩოგბურთო ტურნირს, რომელიც ბალახის საფარზე იმართება და 500-იან კატეგორიას განეკუთვნება არც ისე დიდი ხნის ისტორია აქვს. ის 1993 წელს დაარსდა და ამ ზაფხულს 32-ედ გაიმართა.

გერმანიის ამ კოხტა ქალაქში ჩასვლას და აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობას არც ტოპ ჩოგბურთელები თაკილობდნენ. შარშან  გამარჯვებული სულაც რეიტინგის პირველი ნომერი იანიკ სინერი გახდა. ცხადია, იტალიელი მეჩოგნე ჰალეს კორტებზე ამჯერადაც გამოჩნდა და ტიტულის დაცვას შეეცადა, თუმცა უშედეგოდ. მას გზა სწორედ მომავალმა ჩემპიონმა ალექსანდრე ბუბლიკმა მეორე წრეში გადაუღობა.

საერთოდაც, ყაზახი ჩოგბურთელი, რომელიც კლასიფიკაციაში 45-ე პოზიციაზეა მიმდინარე სეზონში ჩინებულად გამოიყურება და სამეფო სპორტის მოყვარულთ თავი არაერთი შესანიშნავი თამაშით დაამახსოვრა. ასე იყო ჰალეშიც.

ბუბლიკი ფინალამდე ერთი ამოსუნთქვით მივიდა, იქ კი რუს დანილ მედვედევს ორ სეტში – 6:3, 7:6 აჯობა. საგულისხმოა, რომ ალექსანდრე ბუბლიკმა ჰალეში 2023 წელსაც იჩემპიონა და მაშინაც გადამწყვეტ მატჩში რუს ჩოგბურთელს ანდრეი რუბლევს მოუგო.

28 წლის ყაზახი ჩოგბურთელისთვის ეს კარიერაში ATP-ს მეხუთე მოგებული ტიტულია.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი