გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

კვარას სუპერგოლი და პსჟ-ს გამარჯვება ლიგაზე

გააზიარეთ

პარიზის პარკ დე პრენსზე ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში პარი სენ-ჟერმენმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ატალანტას წინააღმდეგ.

ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც ტრავმის შემდეგ ძირითადში დაბრუნდა, გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. უკვე მე-39 წუთზე ქართველმა ვარსკვლავმა სოლო შეტევა ეფექტურად დააგვირგვინა და ანგარიში 2:0 გახადა. ეს მისი მეცხრე გოლია პარიზელთა მაისურით და მეექვსე გოლი ჩემპიონთა ლიგაზე.

შეხვედრა ენერგიულად დაიწყო – მესამე წუთზე ანგარიში კაპიტანმა მარკინიოსმა გახსნა. მალევე თავადვე მოიპოვა პენალტი, თუმცა ბრედლი ბარკოლამ შანსი ვერ გამოიყენა.

მეორე ტაიმში ნუნუ მენდეშმა ახლო კუთხეში ზუსტი დარტყმით სხვაობა სამამდე გაზარდა. საბოლოო წერტილი კი შეცვლაზე შემოსულმა გონსალო რამოშმა დასვა – 4:0.

პარი სენ-ჟერმენმა სეზონის ევროპული კამპანია დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი