გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

როგორ და რატომ ჩაიშალა ხვიჩას ტრანსფერი ერთი წლის წინ ესპანურ გრანდში

გააზიარეთ

ხვიჩა კვარაცხელიამ ნაპოლიში ბრწყინვალე სადებიუტო სეზონის შემდეგ მალევე ევროპული გრანდების ყურადღება მიიპყრო, თუმცა, საბოლოოდ, გასულ იანვარში პსჟ-ში აღმოჩნდა.

ესპანური გამოცემა Diario OK იტყობინება, რომ ჩავი ერნანდესის ბარსელონადან წასვლამდე გუნდში სწორედ ქართველი გარემარბის მოყვანა სურდა. ესპანელი სპეციალისტი თვლიდა, რომ ძლიერი ბირთვის მიუხედავად, გუნდს სჭირდებოდა კიდევ ერთი ვარსკვლავის დამატება ჩემპიონთა ლიგაზე კონკურენტუნარიანობისთვის, ამისთვის კი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქართველი გარემარბი იყო.

როგორც ირკვევა, მაშინ კატალონიური გრანდისთვის კვარაცხელიას ტრანსფერში მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი აურელიანო დი ლაურენტისის მტკიცე პოზიცია იყო – მაშინ დი ლაურენტისი ჯერ კიდევ ჯიუტად ცდილობდა გუნდის მთავარი ვარსკვლავების შენარჩუნებას.

ამას ემატებოდა ის გარემოებაც, რომ მაშინ ბლაუგრანას შემადგენლობაში რამდენიმე ფეხბურთელი ირიცხებოდა მაღალი ხელფასით, ხოლო სახელფასო ჭერის გამო ვარსკვლავური ტრანსფერის გაკეთება ერთი-ორად რთულდებოდა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები