გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

კვარა სიმბოლურშია, დემბელე – საუკეთესო

გააზიარეთ

ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩების შემდეგ, UEFA-მ სიმბოლური გუნდი შეადგინა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიაც არის. აღსანიშნავია, რომ სიმბოლურ ნაკრებში ფეხბურთელი ოთხივე ნახევარფინალისტი გუნდიდან მოხვდა.

აი, რას წერს უეფას ვებ-გვერდი ჩვენებურზე:

„ბაიერნის წინააღმდეგ ლუის ენრიკეს მთავარმა დრიბლიორმა კიდევ ერთი ლამაზი სოლო გოლი გაიტანა, შემდეგ კი მეორე გოლიც მიაყოლა“.

კვირის საუკეთესო ფეხბურთელად კი, უსმან დემბელე დასახელდა, ვინაც MVP-ის ჯილდოსთვის თანამემამულე ანტუან გრიზმანს აჯობა.

ჩემპიონთა ლიგის კვირის გუნდი

მეკარე: დავიდ რაია (არსენალი);

მცველები: დაიო უპამეკანო (ბაიერნი), მარკ პუბილი (ატლეტიკო), გაბრიელ მაგალიაეში (არსენალი);

ნახევარმცველები: მაიკლ ოლისე (ბაიერნი), ვიტინია, ჟოაო ნევეში, ხვიჩა კვარაცხელია (ყველა პსჟ);

თავდამსხმელები: უსმან დემბელე (პსჟ), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), ლუის დიასი (ბაიერნი).

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ევროტურნირები