გამოგვიწერეთ

სანაკრებო ტურნირები

ჯანი ინფატინო: ირანი მუნდიალზე ითამაშებს

გააზიარეთ

FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ, ვანკუვერში, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის 76-ე კონგრესზე სიტყვისას განაცხადა, რომ რომ ირანი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.

ჯანი ინფანტინო:

„პირდაპირ ამ თემით დავიწყებ. თუ ვინმეს სურს, სხვა რამე ვთქვა, მათთვის მკაფიოდ აღვნიშნავ – ირანი აუცილებლად ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატზე და საკუთარ მატჩებს აშშ-ში ჩაატარებს. მიზეზი მარტივია – ჩვენი მიზანია ხალხის გაერთიანება. ფეხბურთი სწორედ ის სპორტია, რომელიც ადამიანებს აერთიანებს“.

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო, ირანი მუნდიალზე გასვლას არ აპირებდა. თუმცა, როგორც ჩანს, პოზიცია შეიცვალა.

შეგახსენებთ, ირანელები მსოფლიო ჩემპიონატის B ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მისი მეტოქეებად ბელგია, ეგვიპტე და ახალი ზელანდია ეყოლებათ.

მუნდიალის დაწყებამდე ექვსი კვირა დარჩა…

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად სანაკრებო ტურნირები