
25 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის ოთხი მნიშვნელოვანი მატჩი ელის. ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლს ჯერ შემადგენლობა არ დაუსახელებია. ერთია, მუსიე ვილის საფიქრალი ნამდვილად მოეძალა. ბოლო პერიოდში პროგრესს განიცდიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც ნაკრებში გამოძახება იშვიათად უწევდა.
ერთ-ერთი მათგანია გიორგი კვერნაძე, რომელმაც სეზონი შესანიშნავად დაიწყო და იტალიური მედიის ყურადღებაც მიიპყრო. აპენინელებს ჩვენებური ხვიჩა კვარაცხელიას გზას ახსენებენ.
აი, რას წერს პოპულარულ იტალიური გამოცემა Gazzetta Dello Sport:
„გიორგი კვერნაძის ზედიზედ ორი გოლი ვენეციასა და ჯენოას წინააღმდეგ, შესაძლოა იმ სტიმულირებადი შედარების შედეგია, მის თანამემამულეს რომ ადარებენ. უფრო მეტიც, ისინი მეგობრები და ნაკრებში თანაგუნდელები არიან. კვარაცხელიას სოციალურ ქსელში კვერნაძე გამოწერილი ჰყავს და ვენეციასთან გამარჯვების გოლის პოსტიც მოიწონა. კვარას მსგავსად მარცხენა გარემარბი, ფროზინონეს სამმატჩიანი წაუგებელი სერიის (ორი მოგება და ერთი ფრე) ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა და კვირას შინ, ფაბრეგასის ბრწყინვალე კომოს წინააღმდეგ სათამაშოდ მზადაა.
გიორგი მწვრთნელის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული ფეხბურთელია და ალვინის ხელმძღვანელობით გასულ სეზონში 35 მატჩი ითამაშა, გაიტანა ხუთი გოლი და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა. ქართველი შემტევი განსაკუთრებით გაუმჯობესდა ტაქტიკური დისციპლინის თვალსაზრისით. შეუძლია სირბილი, პრესინგის განხორციელება, სპრინტი, საგოლე პასების გაკეთება და გადამწყვეტი გოლების გატანა.
კვერნაძე ფროზინონეში 2023 წლის ივლისში ბათუმის დინამოდან (კვარაც ბათუმიდან წავიდა იტალიაში) იჯარით გადავიდა, მაგრამ გამოსყიდვის ოფციით. ფროზინონეს ყოფილი სპორტული დირექტორი გვიდო ანჯელოცი აკვირდებოდა, მაგრამ სხვა კლუბების კონკურენციის გამო გარიგება ადვილად ვერ დახურა. კვერნაძემ სერია A-ს პირველ სეზონში ხუთი თამაში ჩაატარა ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდში, მაგრამ ფროზინონე სერია B-ში დაქვეითდა. თუმცა, ფროზინონემ მისი დაიჯერა და 300 000 ევროდ გამოისყიდა. მომდევნო სეზონებში ფეხბურთელი სწრაფად განვითარდა და წლევანდელი სერია A-ს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელად იქცა“.
სერია A-ს მიმდინარე სეზონში კვერნაძეს ოთხ თამაშში ორი გოლი აქვს გატანილი, ერთხელ კი საგოლე პასით გამოირჩა. იტალიის თასზე კი სულაც დუბლი და საგოლე პასი გაახერხა. შედეგად, ფროზინონეს კარგი სტარტი გამოუვიდა – ოთხ ტურში შვიდი ქულა აქვს, მომდევნო მატჩს კი, კომოსთან გამართავს.
იხილე მეტი
-
ლეგიონერები
/ 1 საათის agoკვერნაძე სერია A-ს ყველაზე საინტერესო ახალგაზრდაა
გააზიარეთ25 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის ოთხი მნიშვნელოვანი მატჩი ელის. ეროვნული...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 4 საათის agoქალთა რაგბის ნაკრები ევროპის ალაფაზე ითამაშებს
გააზიარეთსაქართველოს ქალთა ნაკრები, 2027 წლის თებერვალ-მარტში რაგბი ევროპის ალაფაზე ითამაშებს. ჩვენი გუნდი რაგბი ევროპის...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ლეგიონერები
/ 7 საათის agoჩაკვეტაძის დებიუტი და მიქაუტაძის უგოლო მატჩი
გააზიარეთხანგრძლივი უქმობის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს დაუნრუნდა. ეს სერია A-ს მატჩში მოხდა, სადაც ჩენებურის...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი