გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

კრახი ტალინში – იბერია თბილისში დამარცხებული ბრუნდება

გააზიარეთ

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან კონფერენს ლიგაზე გადასული იბერია კვლავ ვერ იგებს – თბილისური გუნდი ესტონურ ლევადიასთან გასვლაზე მინიმალური სხვაობით, 0-1 დამარცხდა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, იბერიამ ასპარეზობა ჩემპიონთა ლიგაზე დაიწყო, თუმცა შვედურ მალმიოსთან ორი მატჩის ჯამში 6-2 დამარცხდა და კონფერენს ლიგაზე გადმოინაცვლა. აქ იბერიას წილისყრა ფეხბურთის გულშემატკივრებმა დადებითად შეაფასეს, რადგან ქართული გუნდის მეტოქე ესტონური ლევადია იყო, მაგრამ სულ ტყუილად.

მატჩის პირველი ტაიმი ფრედ, 0-0 დასრულდა. მეორე ტაიმში იბერიამ რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა, თუმცა გოლად ვერცერთი გარდასახა, სამაგიეროდ, 81-ე წუთზე ქართული გუნდის კარი გიორგი მაკარიძის შეცდომის შედეგად ერნესტ აგირიმ აიღო.

იბერიამ მეტოქისთვის რაიმე განსაკუთრებულის შეთავაზება ვერც გაშვებული გოლის შემდგომ შეძლო. მეტიც, ტალინურმა გუნდმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა, თუმცა თამაშგარის გამო იგი გაუქმდა.

განმეორებითი მატჩი 29 ივლისს, თბილისშია დაგეგმილი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ევროტურნირები