
იტალიურ ტურნეზე მყოფმა ქართულმა ფრენჩაიზმა შავმა ლომმა სეზონის პირველი მატჩი პარმაში, რაგბის გაერთიანებული ჩემპიონატის ბინადარ ძებრესთან გამართა და 12:26 დამარცხდა.
ბოლო პერიოდში ქართული რაგბის პრიორიტეტი სწორედ გაერთიანებულ რაგბის ჩემპიონატში შავი ლომის ჩართვაა. ეს ჩვენს მორაგბეებს მთელი წლის განმავლობაში მაღალი დონის თამაშების ჩატარებისა და განვითარების შესაძლებლობას მისცემს. თუ გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატის მესვეურებმა ახალი გუნდის დამატება გადაწყვიტეს (რისი რეალური შანსიც არსებობს, მაგრამ გადაწყვეტილი არაფერია), მსურველებმა და მათ შორის ქართულმა რაგბმა, უნდა შეასრულოს სამი ძირითადი პირობა (სხვა პირობებთან ერთად). ესენია: კონკურენტუნარიანობა, ფინანსური მდგრადობა და ქვეყნის უსაფრთხოება და მიმზიდველობა.
კონკურენტუნარიანობის კუთხით იტალიური ტურნე (ისევე, როგორც ტიერ 1-ის ქვეყნების სხვა კლუბებთან) მნიშვნელოვანია, რათა შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმად იქცეს. სასიხარულოა, რომ ძებრე, რომელმაც გასულ სეზონში გაერთიანებულ რაგბის ჩემპიონატში ხუთი გამარჯვება მოიპოვა, პირველი შემადგენლობა დაგვახვედრა. მიუხედავად იმისა, რომ შემადგენლობის გადახალისების შემდეგ შავი ლომი პირველ თამაშს ატარებდა, შეხვედრა კონკურენტული გამოდგა და რომ არა ტექნიკური წუნი, უკეთესი შედეგის ჩვენებაც შეიძლებოდა.
გუნდთან ერთად იტალიურ ტურნეზე იმყოფება მაღალი მიღწევების რაგბის დირექტორი ლევან მაისაშვილი, რომელსაც გუნდში მიმდინარე პროცესებზე, განვლილ შეხვედრაზე და სამომავლო გეგმებზე საქართველოს რაგბის კავშირის პრესამსახურთან ისაუბრა.
„სამწუხაროდ, ობიექტური თუ სუბიექტური მომენტებიდან გამომდინარე შავი ლომის რამდენიმე წამყვანმა მორაგბემ გუნდი დატოვა და კარიერას საფრანგეთში და ინგლისში აგრძელებენ. მათი ჩანაცვლება კი ახალი მორაგბეებით მოხდა. სეზონიდან სეზონამდე ასეთი გადაადგილებები სირთულეებს ქმნის. გუნდის შენებას დრო ჭირდება. რადგან ჩვენ არ გვაქვს რეგულარული ჩემპიონატი და თამაშები, რის გამოც ძალიან რთულია შავ ლომში სიღრმეები შექმნა. ასეთ შემთხვევაში მოთამაშეების ნაწილი უთამაშებელი დაგრჩება და ეს არც ფინანსურადაა გამართლებული. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კმაყოფილი დავრჩი, რადგან არ ველოდი ასეთ პირობებშიც კონკურენტუნარიანები თუ ვიქნებოდით, მით უმეტეს, რომ ეს შავი ლომის პირველი თამაში იყო…
რაც შეეხება უშუალოდ ძებრესთან მატჩს, რომელმაც უძლიერესი შემადგენლობა დაგვახვედრა, ვითამაშეთ ძალიან კარგი, ხისტი დაცვა და მეტოქის არაერთი სახიფათო შეტევა გავანეიტრალეთ, ლელოები კი ჩვენს შეცდომებს და ტექნიკურ წუნს მოყვა. ჩვენის მხრივ ორივე ლელო მოლით დავდეთ, სადაც დიდი დომინაცია გვქონდა. ძებრეს ფიზიკურად ძლიერი და მაღალი მორაგბეები ყავს, მათაც ქონდათ მოლით ლელოს გატანის მცდელობები, მაგრამ კარგად იმუშავა ჩვენი დაცვის მოლმაც. 100%-იანი მაჩვენებელი გვქონდა დერეფანში და რამდენჯერმე მეტოქის აუტიც წამოვიღეთ. გარდა გატანილი ლელოებისა, შეტევაშიც რამდენიმე კარგი მომენტი გვქონდა სამ ეპიზოდში, ოდნავ რომ გაგვმართლებოდა, ლელოს აუცილებლად გავიტანდით. ერთი ასეთი ეპიზოდი მაშინ შევქმენით, როდესაც ანგარიში 12:19 იყო და რომ გამოგვეყენებინა, არავინ იცის თამაში როგორ დასრულდებოდა…
კმაყოფილი ვარ ახალი მორაგბეებით. გამოვყოფდი კახაბერ დარბაიძეს, რომელსაც შარშან სათამაშო დრო არ ქონია, მაგრამ ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯებოდა და ძებრესთან ერთ-ერთი საუკეთესო იყო როგორც დაცვასა და შეჯგუფებებში, ასევე ბურთის წაღებისას. ასევე ძალიან კარგად იმუშავა მესამე ხაზმა. ეს თამაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მათთვის, ვისაც აქამდე ჩელენჯ თასის შეხვედრებში მონაწილეობა არ მიუღიათ. მათ ნახეს რა არის მაღალი ტემპის ხარისხიანი რაგბი და ზუსტად ასეთ თამაშებში იზრდებიან მორაგბეები…
ახლა ბენეტონის ბაზაზე ვართ, რომელმაც სრულად თავის თავზე აიღო ჩვენი მასპინძლობა და ვემზადებით მათთან თამაშისთვის. ჩემთვის საინტერესოა თუ როგორი პერფორმანსი ექნება გუნდს პირველიდან მეორე თამაშამდე. მესმის გულშემატკივარის, რომელსაც მუდამ გამარჯვება უნდა, თუმცა რაგბი ევროპის სუპერ თასზე მოპოვებულ გამარჯვებებს, განვითარებისთვის ნამდვილად ჯობია ასეთი შეხვედრები, რადგან ძებრესთან ამ წაგებით ბევრად მეტის სწავლა შეიძლება და ეს უფრო გაგვზრდის“.
იტალიურ ტურნეზე შავი ლომი მეორე მატჩს 12 სექტემბერს ბენეტონის წინააღმდეგ გამართავს.
იხილე მეტი
-
წყალბურთი
/ 3 საათის agoსაქართველო მსოფლიო თასისთვის დაირაზმა
გააზიარეთ22-26 ივლისს ავსტრალიის ქალაქი სიდნეი წყალბურთელთა მსოფლიო თასს უმასპინძლებს. ტურნირში მონაწილეობას რვა ნაკრები მიიღებს...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ფეხბურთი
/ 3 საათის agoპეპ გვარდიოლა იტალიის ნაკრებს დაუკავშირეს
გააზიარეთლეგენდარული პეპ გვარდიოლა შესაძლოა იტალიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი გახდეს. – ამის შესახებ ინფორმაციას ,,Sky...
ავტორი Giorgig -
ევროტურნირები
/ 4 საათის agoიბერია კაშიას ყოფილ გუნდის წინააღმდეგ იბრძოლებს
გააზიარეთდღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონი თბილისის იბერია 1999 სლოვაკეთის ჩემპიონ...
ავტორი Giorgig