გამოგვიწერეთ

რაგბი

შავი ლომი იტალიური ტურნესთვის დაირაზმა

გააზიარეთ

ახალი სეზონის სტარტზე ქართული სარაგბო ფრენჩაიზი შავი ლომი იტალიაში გაემგზავრება და იქაურ ფრენჩაიზებთან ამხანაგურ მატჩებს გამართავს.

რიჩარდ ქოქრილის შეგირდები იტალიური ტურნესთვის 11 აგვისტოდან ემზადებიან, აპენინებზე კი 4 სექტემბერს გაემგზავრებიან და ორ გუნდს შეხვდებიან. ჩვენები 6 სექტემბერს ძებრეს, ხოლო 12 სექტემბერს ბენეტონს შეერკინებიან.

შავი ლომი გასული სეზონის შემდეგ ლადო ჩაჩანიძემ, ლუკა მატკავამ, ბაჩუკი ჭუმბაძემ, ლუკა ივანიშვილმა, თენგიზ ზამთარაძემ, დავით ხუროშვილმა და ნოდარ დოლიძემ დატოვეს.

მათ ნაცვლად გუნდს შეუერთდნენ ზაურ ლუტიძე, ოთარ მეტრეველი, გიორგი სპანდერაშვილი, თამაზ ჭამიაშვილი, ბადრი ციხისთავი, ლაშა ციხისთავი, იოსებ გუშარაშვილი და ლუკა თაყაიშვილი. მათგან სამმა – ლუტიძემ, მეტრეველმა და ჭამიაშვილმა გუნდის შემადგენლობაში გაზაფხულზე, შოტლანდიურ ტურნეზე ითამაშეს.

იტალიაში სულ 30 მორაგბე მიემგზავრება, საიდანაც 18 მორკინალი, 12 კი ხაზის მოთამაშეა.

სრული შემადგენლობა კი ასეთია:

შერკინება: ნიკოლოზ ხატიაშვილი, ვასილ კაკოვინი, დავით აბდუშელიშვილი, შალვა მამუკაშვილი, ირაკლი ქვათაძე, თამაზ ჭამიაშვილი, გიორგი ჩხარტიშვილი, ბადრი ციხისთავი, კახაბერ დარბაიძე, დემურ ეფრემიძე, მიხეილ ბაბუნაშვილი, გიორგი ნიკოლაძე, გიორგი კერვალიშვილი, გურამ ღანიაშვილი, იოსებ გუშარაშვილი, გიორგი სინაურიძე, ლაშა ციხისთავი, გიორგი ცუცქირიძე;

ხაზი: თენგიზ პერანიძე, გიორგი სპანდერაშვილი, ლუკა ცირეკიძე, თორნიკე კახოიძე, დემურ თაფლაძე, ზაურ ლუტიძე, შალვა აფციაური, ოთარ მეტრეველი, ამირან შვანგირაძე, ალექსანდრე თოდუა, აკაკი ტაბუცაძე, ლუკა თაყაიშვილი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად რაგბი